რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

დაწესებულებასთან შეკრებილ ადამიანებთან, რომელთა ახლობლებიც სასჯელს აქ იხდიან, ციხის წარმომადგენელი მკივიდა, რომელმაც პატიმართა გვარები და ოჯახის წევრთა ნომრები ჩაიწერა.

ადგილზე შეკრებილებს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი დაჰპირდა, რომ ერთმანეთთან დააკავშირებდა. მსჯავრდებულთა ახლობლები გამორიცხავენ, რომ ციხეში ბუნტი იყოს.

„გამოვიდნენ, ჩაიწერეს ნომრები და დაგვპირდნენ, რომ ბავშვებს დაგვალაპარაკებენ და ჩვენც წავალთ მშვიდად სახლში. სასადილოს გაუჩნდა ცეცხლი. ერთი ადამიანი გადაუყვანიათ კლინიკაში, რომელმაც კვამლი ჩაუყლაპა. ბუნტს გამოვრიცხავ. ცრუ ინფორმაცის ავრცელებენ“, – აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის დედა.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ N17 დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა, არის სიცრუე.

დატოვე კომენტარი