რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები და აქტივისტები სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადების შემდეგ შეიკრიბნენ, რომლის თანახმად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

აქციის მონაწილეებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ საღებავით წარწერების გაკეთებაც სცადეს „თავისუფლება მიშას“, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, ამან კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მათ შორის სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას ხვალ გეგმავს.