რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის მონაწილეთა ნაწილი დარჩა

21:19, 02.11.2021

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

ორგანიზატორებმა უკვე დატოვეს ტერიტორია, თუმცა ციხის მიმდებარედ, კვლავ რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი.

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, პერმანენტულ პროტესტს იწყებენ და ამისთვის დღევანდელ ღამეს ციხესთან გაათევენ. მათ შორის არ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზიც, რომელმაც ციხესთან ღამის გათენების შესახებ დღევანდელ აქციაზე განაცხადა და სხვებსაც მოუწოდა, შეერთებოდნენ მას.

მსგავსი