რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია იმართება
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია იმართება

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია მიმდინარეობს.

ორგანიზატორთა განმარტებით, ეს არის სახალხო აქცია დევიზით „არა ნაცმოძრაობას, არა დიქტატურას, მიშა სამუდამოდ ციხეში“.

გამომსვლელები მიხეილ სააკაშვილის 9-წლიან მმართველობას იხსენებენ დ ამბობენ, რომ მისი გათავისუფლება არ უნდა მოხდეს.

„მიშა, რაც დამართე ქართველ ხალხს, არასოდეს გეპატიება. დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ უნდა, მოვიდეს სათავეში, არ გამოვა ეს არასოდეს, ამას ქართვლი ხალხი არ დაუშვებს. არასოდეს გაპატიებთ კოდორის დაკარგვას, ტერიტორიების დაკარგვას, ამდენი ქართველის მიწაში ჩადებას. „ნაციონალურო მოძრაობავ“, არასოდეს გამოგივათ, თქვენ გინდათ დღეს, რუსთავში მოხვიდეთ, გინდათ, ქალაქები მოიგოთ, არასოდეს გამოგივათ ეს, არ დავუშვებთ საქართველოში „ნაციონალების“ დიქტატურას. არა დიქტატურას, არა „ნაციონალებს“, წინ წავა საქართველო“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დატოვე კომენტარი