რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვეს და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულების მიერ გამართული დღევანდელი აქცია გააპროტესტეს.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან.

მათი თქმით, სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

აქციის პარალელურად, მე-12 დაწესებულებასთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, თუმცა აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.