რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს
რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წლების განმავლობაში რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით.

„არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის ღირებულება 12 466 145 ლარია.