კვირას, 3 თებერვალს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „საერთაშორისო შეჯიბრი კარტინგში RIKS-2019“ ჩატარდება. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.
შეჯიბრი მრავალი წლის შემდეგ კვლავ აიღებს სტარტს. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა კარტინგის დიდი ახლადგახსნილი ტრასა. რბოლაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მრბოლელები.
მათ ქულები ენიჭებათ რბოლაში დაკავებული ადგილების მიხედვით. პილოტები, რომლებიც პირად ჩათვლაში თითოეულ კლასში დაიკავებენ I, II და III ადგილებს, დაჯილდოვდებიან თასებითა და სიგელებით.
საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური ლიცენზირებული ორგანიზატორი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომია.