27 სექტემბერს კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება
27 სექტემბერს კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება

15-წლიანი შესვენების შემდეგ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში. 27 სექტემბერს 12:00 საათზე რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე საქართველოს სავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით და GoKartGeorgia ორგანიზებით ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება. მასში მონაწილეობას 10-მდე ლიცენზირებული სპორტსმენი ბავშვი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპი სანდრო ქაჯაიას გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მათე კობახიძემ და ლადო კუხიანიძემ გაინაწილეს.

დატოვე კომენტარი