რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის, გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა
რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის დარბაზში თამარ მეფის მამის, გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გვაქვს.
ჩვენმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში თამარ მეფის მამის, გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა.
მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია.
ექსპედიცია გრძელდება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რუსთავის ისტორიული ციხის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტზე“, – წერს ნინო ლაცაბიძე.