რუსთავის ახალმა მერმა მუშაობა ქალაქში დასუფთავების აქციით დაიწყო

08:34, 12.11.2017

რუსთავის ახლად არჩეულმა მერმა ირაკლი ტაბაღუამ მუშაობის პირველი დღე დასუფთავების აქციით დაიწყო. დილის 07:00 საათიდან ირაკლი ტაბაღუამ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად რამდენიმე უბნის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მისთვის პრიორიტეტი ქალაქზე და რუსთაველებზე ზრუნვა იქნება. წინასაარჩევნოდ მან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რუსთავში სწორედ სისუფთავე დაასახელა და მუშაობის პირველი დღეც სიმბოლურად დასუფთავების აქციით ამის გამო დაიწყო.

მსგავსი