რუსთავის ახალმა მერმა მოადგილეები წარადგინა
რუსთავის ახალმა მერმა მოადგილეები წარადგინა

რუსთავის ახალმა მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილეები წარადგინა. მერის მოადგილის თანამდებობას დავით კეკელიძე და გოჩა ლორია დაიკავებენ.

დავით კეკელიძე წლების განმავლობაში საბანკო სფეროში მოღვაწეობდა, ბოლოს კი ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.

გოჩა ლორია რუსთავის ყოფილი მერის, დავით ჯიქიას, მოადგილე იყო. ის თანამდებობიდან 2016 წელს გაათავისუფლეს, რაც გოჩა ლორიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება გამოიტანა.