რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული პროექტი ცნობილია
რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული პროექტი ცნობილია

რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული პროექტი ცნობილია.
მერიის სხდომათა დარბაზში, კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი 53 ნამუშევარი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა.

რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, საუკეთესოდ გიორგი შათირიშვილის პროექტი დასახელდა. გამარჯვებული კონკურსანტი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევი კონკურსი 25 იანვარს დაიწყო და 10 თებერვალს დასრულდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გამარჯვებული ლოგო საიუბილეო ღონისძიებებისთვის იქნება გამოყენებული.