რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა შეფერხებულია
რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა შეფერხებულია

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. დილიდან გაჩერებები სავსეა მგზავრებით, რომლებიც ტრანსპორტს საათობით ელოდებიან.

კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ ყველა მარშრუტზე  რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 205 მიკროავტობუსი დადის. მათი განმარტებით, პრობლემას პიკის საათებში თბილისში არსებული საცობები ქმნის, რადგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტი დროულად ვერ მიდის.

ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა – „დაემგზავრე“, რომლის მეშვეობითაც რუსთაველები ერთმანეთს ეხმარებიან და დედაქალაქისკენ მოქალაქეები უფასოდ გადაჰყავთ.