რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმავალ სამგზავრო ავტობუსს რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა.

ავტობუსში დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრებმა ავტობუსის დატოვება დროულად მოახერხეს. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ავტობუსის მგზავრებს შორის, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები არიან.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტობუსის მძღოლმა გათბობა ჩართო, რის შემდეგაც ავტობუსში დაკვამლიანება დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომელთაც ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის ადამიანების გამოკითხვა. უწყების ცნობით, მომხდარში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

დატოვე კომენტარი