რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის იუწყება, გაფიცულია რუსთავის მე-19 მიკრორაიონიდან თბილისში, მაღლივი კორპუსისკენ მიმავალი 15 მიკროავტობუსის მძღოლი. ისინი ე.წ. თეთრ მიკროავტობუსებზე მუშაობენ.

მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანია „ინტერტრანსს“ უკვე რამდენიმე თვეა, თვითნებურად დაბალ გადასახადს, დღეში 30 ლარს უხდიან. კომპანია კი, 45 ლარის გადახდას ითხოვს. მძღოლები ამბობენ, რომ მათ მარშრუტზე კიდევ სამი ხაზის მიკროავტობუსები მოძრაობს, შესაბამისად, ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ.

ამასთან, „ინტერტრანსში“ საქართველოს პირველ არხს აცნობეს, რომ კომპანია მგზავრობის პირობების გასაუმჯობესებლად და სტუდენტებისთვის რუსთავიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე კომფორტული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს იწყებს.

„ინტერტრანსი“ სამუშაოდ იწვევს მძღოლებს და კომპანიის კუთვნილ მიკროავტობუსებზე დასაქმებას სთავაზობს. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივად, „ინტერტრანსის“ ყველა სამარშუტო ხაზს მოიცავს“, – აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ მიკროავტობუსების შეცვლის პროცესი არ გამოიწვევს მძღოლებისთვის დაწესებული ტარიფის ზრდას, ისინი გასული წლის ამ სეზონზე მოქმედი ტარიფით იმოძრავებენ და ზუტად იმ ოდენობის გადასახადს გადაიხდიან, რომელიც შარშან მოქმედებდა.