რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

07:58, 18.03.2020

რუსთავში დღეიდან კერძო სამარშრუტო ტაქსები მთლიანად გაჩერდება და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.

შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.

ამასთან, ნაწილობრივ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსთავი-თბილისისა და თბილისი-რუსთავის მიმართულებით 11 ხაზიდან მხოლოდ ხუთი იმოძრავებს.

მიკროავტობუსების მომსახურება დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც დროებით ჩერდება.

მსგავსი