რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა 

16:09, 28.04.2018

რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მიკროავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ისინი არ დაშავებულან.

მსუბუქ ავტომობილში მჯდომი ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება.

მსგავსი