რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალთან არხის გაწმენდა მიმდინარეობს
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალთან არხის გაწმენდა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალთან არხის გაწმენდა მიმდინარეობს.

გუშინ საღამოს მოსული უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

ადგილზე იმყოფება მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე, რომელიც აცხადებს, რომ რუსთავ-თბილისის გზა და არხები სწორადაა დაპროექტებული და წყლის მოვარდნა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

დავით ტაბიძე არ გამორიცხავს, რომ დამატებითი არხი გაიჭრას.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე ათამდე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

რუსთავი-თბილისის ავტობანთან არხის ადიდების შედეგად კერძო დასახლება დაიტბორა. მაშველებმა დასახლებაში დარჩენილი ადამიანები ნავებით გამოიყვანეს.