„რუსთავი“ სულიკო დავითაშვილმა ჩაიბარა
„რუსთავი“ სულიკო დავითაშვილმა ჩაიბარა

საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს. გუნდს, რომელიც გასული სეზონის პლეიოფის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა, სულიკო დავითაშვილი გაწვრთნის.

„საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ სულიკო დავითაშვილი გაწვრთნის. ვარლამ კილასონიამ ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კილასონია მუშაობას საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ საკლუბო სტრუქტურაში განაგრძობს“ – წერია კლუბის განცხადებაში.

43 წლის სულიკო დავითაშვილი იყო თბილისის „მერანის“, „ლოკომოტივისა“ და „ამერის“ თავდამსხმელი. ორჯერ იყო ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი. სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ „ბაქსვუდში“ დაიწყო, მუშაობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და მთავარ გუნდში, „საბურთალოში“, ბოლო კი თბილისის „ლოკომოტივში“.

შეგახსენებთ, რომ სულიკო დავითაშილის ვაჟი, ზუკა დავითაშვილი, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელია.