კვარაცხელიას საოცარი რეიდი, რომელსაც 100-პროცენტიანი პენალტი უნდა მოჰყოლოდა (ვიდეო)

ორი საშინაო შეხვედრა და ორივეში 0:2 მარცხი – ასე უიღბლოდ დაიწყეს ახალი სეზონი რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველებმა.

ლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ვოლგოგრადის „როტორმა“ მოქმედ ჩემპიონთან, პეტერბურგის „ზენიტთან“ ვერაფერი გააწყო და 0:2 დამარცხდა. ვოლგოგრადელთა შორის ქართველებიდან მხოლოდ ბექა მიქელთაძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. ჯანო ანანიძე და ნიკა ყიფიანი გუნდის განაცხადში არ იყვნენ.

ყაზანის „აკ ბარს არენაზე“ ყაზანის „რუბინი“ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0:2 დამარცხდა. ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც 72-ე წუთზე ზუკა დავითაშვილმა შეცვალა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კვარაცხელიამ ორჯერ ინდივიდუალურად სცადა სტუმართა კარის აღება, ერთხელ გუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ეს იყო მომენტი, რომელზეც დღეს რუსული მედია ბევრს წერს – კვარაცხელიას პასით მეკარესთან პირისპირ გასული ყაზანელი საჯარიმოში აშკარად წააქციეს, მაგრამ მსაჯებმა პენალტი არ დანიშნეს. არადა, იმ მომენტისთვის ანგარიში „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ მხოლოდ 1:0 იყო.

ქართველებიდან გამარჯვება მხოლოდ საბა კვირკველიას გუნდმა იზეიმა, მაგრამ საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველს მოსკოვის„ლოკომოტივის“ შემადგენლობაში არ უთამაშია (განცხადში იყო).