რუსთავი შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალ „ივერია ბრილიანტს“ მასპინძლობს
რუსთავი შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალ „ივერია ბრილიანტს“ მასპინძლობს

რუსთავი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალ „ივერია ბრილიანტს“ მასპინძლობს. კონკურსში საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონკურსანტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დღეს რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენაც.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის გამარჯვებულები უკრაინასა და აზერბაიჯანში საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.

ფესტივალი ა(ა)იპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“, ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალის“ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით ტარდება. საერთაშორისო ფესტივალ „ივერია ბრილიანტს“ საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს.

დატოვე კომენტარი