„რუსთავი“ რამდენიმე მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT
„რუსთავი“ რამდენიმე მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, „რუსთავმა“ ვარჯიში განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა, ვარლამ კილასონიამ, დატოვა.

მანამდე  „რუსთავი“ დაემშვიდობა ლევან კუტალიას, ლევან წოწონავას, დავით სამურკასოვს, რომან ჩაჩუას და მამია გავაშელიშვილს.

„რუსთავი“ სეზონს 20 ივლისს განაახლებს. ამ დღეს გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალში „თელავს“ დაუპირისპირდება. მატჩი მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.