„რუსთავი“-„ოლიმპი“ ანგარიშით 75:72 დასრულდა
„რუსთავი“-„ოლიმპი“ ანგარიშით 75:72 დასრულდა

რუსთავში დღეს კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების მე-16 ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები – „რუსთავი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი 19:17 სტუმრებმა მოიგეს. თანაბარი თამაში მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა. რუსთაველებმა 10-წუთეული 21:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ 38:37.

ვერც მესამე მეოთხედში გამოიკვეთა ლიდერი და ცხადი იყო, თანაბარი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა, ბოლო წუთზე რუსთაველებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, „ოლიმპი“ კი შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. მორის ჰილის სამქულიანმა სტუმართა ჩამორჩენა ერთი ქულამდე შეამცირა, თუმცა რეზო ჩაჩანიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო და „რუსთავი“ 75:72 დააწინაურა. შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა. „ოლიმპმა“ ვერ მოასწრო შეტევის ორგანიზება.

მე-16 ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 13:45 საათზე “მარნეული” “ქუთაისს”, 16:00 საათზე “დინამო” “ბათუმს”, ხოლო 18:00 საათზე “მგზავრები” “კაქტუსს” შეხვდება.