„რუსთავი“ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელით გაძლიერდა

07:37, 27.07.2019

„რუსთავი“ საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელით გაძლიერდა – 27 წლის შემტევი ნახევარმცველის, ნიკა ძალამიძის ტრანსფერზე ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ძალამიძე ზუგდიდის „ბაიას“ აღზრდილია. 6 სეზონი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა და სხვადასხვა კლუბების ფორმა მოირგო – „ვიძევის“, „იაგელონიას“, „გურნიკის“. ასევე უთამაშია თურქეთის უმაღლესი ლიგის „რიზესპორსა“ და რუმინულ „იუვენტუსში“.

2018 წლის პირველი ნახევარი გაატარა თბილისის „დინამოში“, მისი ბოლო კლუბი კი, რუსეთის პირველი ლიგის კალინინგრადის „ბალტიკა“ იყო.

ნიკა ძალამიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდნენ, რომლის შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი