რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე გაზის მილი დაზიანდა და ცეცხლი მოეკიდა
რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე გაზის მილი დაზიანდა და ცეცხლი მოეკიდა

რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე, სოფელ გაჩიანთან გაზის მილი დაზიანდა და ცეცხლი მოეკიდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

როგორც გარდაბნის მერის მოადგილემ განაცხადა, მილი ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურს ეკუთვნის.

მოძრაობა გზაზე გადაკეტილი იყო, თუმცა მოგვიანებით ცალმხრივად გაიხსნა.

ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.