რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ე.წ გაჩიანის ხიდი დაზიანდა
რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ე.წ გაჩიანის ხიდი დაზიანდა

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ე.წ გაჩიანის ხიდი დაზიანდა.

ამ წუთებში გადაკეტილია ცენტრალური მაგისტრალი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ხიდის დაზიანება სატვირთო ავტომობილმა გამოიწვია, რომელსაც ესკალატორი გადაჰყავდა. ავტომობილი ხიდქვეშ ვერ გაეტია და ხიდის ნაწილი ჩამოანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.