„რუსთავი“ და „დილა“ საქართველოს თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ #1TVSPORT

19:45, 27.07.2025

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

სამგურალისა“ და გორის „დილას“ დაპირისპირება პრინციპული გამოდგა იქიდან გამომდინარე, რომ წყალტუბოელებმა ევროთასების მონაწილე „დილას“ თხოვნა მატჩის გადადებაზე არ გაითვალისწინეს. ძირითადი და დამატებული პერიოდები უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერია კი უკეთ გორელებმა შეასრულეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

„ბენდელას“ სტადიონზე კი მსაჯს 11 ყვითელი და ოთხი წითელი ბარათის ჩვენებამ მოუწია. „იბერია 2-სა“ და „რუსთავის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. 119-ე წუთზე მომხდარი ჯგუფური დაპირისპირების გამო კი რეფერიმ მოედნიდან მეტოქეთა ორ-ორი მოთამაშე გააძევა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში „რუსთავმა“ გაიმარჯვა.

სამგურალი – დილა 0 : 0 (4:5 – პენალტების სერია)

იბერია 2 – რუსთავი 2 : 2 (3:4 – პენალტების სერია)

გოლები: 0:1 ბილი ჯიბრილი (67), 1:1 დავით გოგილაშვილი (75), 1:2 იუტა ნაკანო (105+2), 2:2 ზურაბ ერაძე (120+9)

მსგავსი