„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს
„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია აცხადებს, რომ გენერალურ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა კახა დამენიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები ეხებოდა კომპანიის ფინანსურ საქმიანობას.

„უმთავრესად კითხვები ეხებოდა 2015 წლის დროინდელ შემოსავლებს სარეკლამო დროის და ა.შ.“ – განაცხადა დამენიამ.

კითხვაზე, დაინტერესდნენ თუ არა გამომძიებლები „ინტერმედიას“ საქმიანობით, კახა დამენია აცხადებს, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.