„რუსთავი 2“-ის ადვოკატი - საკითხები, რაზეც დღეს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი საუბრობდა, პარტნიორთა კრებაზე უნდა გადაწყდეს
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი - საკითხები, რაზეც დღეს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი საუბრობდა, პარტნიორთა კრებაზე უნდა გადაწყდეს

საკითხები, რაზეც დღეს საუბრობდა ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, უნდა გადაწყდეს პარტნიორთა კრებაზე. მე არ შემიძლია წინასწარ ვთქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტნიორები, – ამის შესახებ „რუსთავი-2“-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

„საკითხები, რაზეც დღეს საუბრობდა ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, უნდა გადაწყდეს პარტნიორთა კრებაზე. მე არ შემიძლია წინასწარ ვთქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტნიორები. თუმცა ვფიქრობ, რომ ის წინადადება, რომელიც თავის დროზე გაჟღერდა არბიტრაჟთან დაკავშირებით („რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის მიერ), ძალაში იქნება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარტნიორთა კრებაზე”, – აღნიშნა

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სხდომაზე შესაძლოა ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხი დადგეს, ტელეკომპანიის ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულს დღის წესრიგი არ ითვალისწინებს.

„აღნიშნულის შესაძლებლობა არ არის, იმიტომ, რომ როდესაც ნინო ნიჟარაძემ მოიწვია პარტნიორთა კრება, მას დღის წესრიგში არ მოუთხოვია მსგავსი საკითხის დაყენება კენჭისყრაზე. არ ვიცი, ხვალ რა პოზიცია ექნებათ. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ნიჟარაძეს ეკუთვნის მხოლოდ 9 პროცენტი, რაც არ არის საკმარისი გადაწყვეტილებების მისაღებად”, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის განმარტებითვე, დღის წესრიგში საკითხების დამატება პროცედურულად ხვალ შეუძლებელია.

„რუსთავი-2“-ის პარტნიორთა კრება ხვალ, 15:00 საათზე, ტელეკომპანიის შენობაში გაიმართება.​

„რუსთავი 2“-ის ცხრა პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ნინო ნიჟარაძე „რუსთავი 2“-ს დავის არბიტრაჟის ან აუდიტორული კომპანიის საშუალებით გადაწყვეტას სთავაზობს.