თბილისში საახალწლო განათებებ​ის დამონტაჟება მიმდინარეობს - ფოტოამბავი
თბილისში საახალწლო განათებებ​ის დამონტაჟება მიმდინარეობს - ფოტოამბავი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებებ​ის დამონტაჟება მიმდინარეობს. მონტაჟდება 32 ცალი პეპელას ფორმის საახალწლო განათება, ხეები ყვითელი ფერის განათებებით მორთეს.

ადგილზე საახალწლო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

მისი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირი, საახალწლო განათების დამონტაჟების გამო, დაახლოებით 3-4 დღე გადაიკეტება.

თბილისის მერის თქმით, ახალი საახალწლო განათებები თბილისის მერიას დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაუჯდა. საახალწლო სამუშაოები დაახლოებით 15 დეკემბრამდე დასრულდება.

კალაძის განცხადებით, ძველი საახალწლო ნათურები ქალაქის გარეუბნებში დამონტაჟდება.

„ქალაქის განათება დაწყებული აქვს „თბილსერვისს“, შესაბამისად ვემზადებით საახალწლოდ. ამ დროისთვის მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის მორთვა, სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

მგონია, რომ საკმაოდ ლამაზი იქნება ჩვენი ცენტრალური ქუჩა. ალბათ მოიწონებს ჩვენი დედაქალაქი.

დაახლოებით სამი მილიონი ლარი დაიხარჯა საახალწლო განათებების შესყიდვებისთვის. სამწუხაროდ, თბილისის ყველა რაიონი ვერ იქნება მორთული. ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს, თუმცა რაც გაგვაჩნია, მთავარია იქნება გემოვნებით გაკეთებული. შარშანდელი განათებები გადანაწილდება სხვადასხვა რაიონებსა და უბნებში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ფოტო: დავით ბანცაძე