რუსთაველის თეატრში სპექტაკლის „უკანასკნელი დედოფალი“ პრემიერა გაიმართება
რუსთაველის თეატრში სპექტაკლის „უკანასკნელი დედოფალი“ პრემიერა გაიმართება

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის – „უკანასკნელი დედოფალი“ პრემიერა გაიმართება.

წარმოდგენის იდეის ავტორი რობერტ სტურუაა, რეჟისორი კი, გოჩა კაპანაძე. სპექტაკლში საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის რეალური ისტორია თამარ და აკაკი პაპავების მიერ გასული საუკუნის 50-იანი წლების რომანისა და საარქივო მასალების მიხედვითაა მოთხრობილი.

სპექტაკლში „უკანასკნელი დედოფალი“ ყველა როლს ქალი მსახიობები თამაშობენ, სულ 11 ქალი მსახიობი. მარიამ ციციშვილის როლს მსახიობი მარინა კახიანი ასრულებს. მსახიობი მარინა ჯანაშია კი, წარმოდგენაში მეფე ერეკლეს როლს შეასრულებს.

„უკანასკნელი დედოფალის“ პრემიერა 17-18 მაისს გაიმართება.