რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართება

15:08, 08.02.2018

რუსთაველის თეატრი რეჟისორ რობერტ სტურუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წარმოდგენას უმასპინძლებს. სპეციალური მოწვევით 31 მარტსა და 1-ელ აპრილს თეატრს მოსკოვის თეატრის დასი ესტუმრება.

ღონისძიების ფარგლებში, რობერტ სტურუას მიერ დადგმულ „რევიზორს“ ქართველი მაყურებელი მოსკოვის თეატრის მსახიობების შესრულებით ნახავს. სპექტაკლში გია ყანჩელის, ჯუზეპე ვერდის, ფრანც შუბერტის, დუკ ელინგტონის, ასტორ პიაცოლას და კშიშტოფ პენდერეცკის მუსიკა იქნება გამოყენებული.

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2017 წლის 16 მაისს. ხლესტაკოვის როლს ალექსანდრე კალიაგინი ასრულებს, ქალაქისთავის – ვლადიმირ სკვორცოვი, ხოლო ანას გმირს ნატალია ბლაგიხი განასახიერებს.

მსგავსი