რუსთაველის თეატრში გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი სამოსის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
რუსთაველის თეატრში გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი სამოსის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი სამოსის გამოფენა რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიხსნა.

ღონისძიებას თავდაცვის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრები დაესწრნენ.

„ღირებულებებს, რის საფუძველზეც ეს სახელმწიფო შეიქმნა, დაცვა და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. დაცვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, თავის თავზე აიღეს შეიარაღებულმა ძალებმა და გენერლებმა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით, მოღვაწეობით, ქართულ შეიარაღებულ ძალებში პირადი მაგალითით შექმნეს უდიდესი მხედრული ტრადიციები და ეს არის ჩვენთვის სწორედ პასუხისმგებლობა, რომ სწორედ ეს ტრადიციები გავაგრძელოთ, გავაცოცხლოთ, გავაძლიეროთ და სწორედ ეს ექსპონატები იძლევა ამ განგრძობადობის საუკეთესო საშუალებას ჩვენი და მომავალი თაობებისთვის, რათა ისინი თანაზიარნი იყვნენ იმ დიდი პასუხისმგებლობისა, რასაც სამშობლოს დაცვა ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ჰქვია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.