რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა რეჟისორებს სპექტაკლების დადგმის შანსს აძლევს
რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა რეჟისორებს სპექტაკლების დადგმის შანსს აძლევს

რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გამოაცხადა. თეატრის ინიციატივა თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას ემსახურება.

რუსთაველის თეატრი 140-ე სეზონზე ახალგაზრდა რეჟისორებს  სპექტაკლების დადგმის შანსს აძლევს.

კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა რეჟისორებმა, რომელთა ასაკიც 30 წელს არ აღემატება, განაცხადი თეატრის ადმინისტრაციას პირველი მარტის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

კონკურსში მონაწილეობისთვის  შეირჩევა სამი რეჟისორი, რომლებიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგამენ სპექტაკლს.
სასურველია, მონაწილეს უკვე დადგმული ჰქონდეს მინიმუმ სამი სპექტაკლი.

მონაწილემ უნდა წარადგინოს შერჩეული ქართული, უცხოური თანამედროვე ან კლასიკური პიესა და მისი ანალიზი.