რუსთაველის მეტროსთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს
რუსთაველის მეტროსთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს

აღასრულე კანონი, დაისაჯონ დამნაშავეები“ – ამ სლოგანით ჟურნალისტებმა და ცხოველთა უფლებადამცველებმა რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ცხოველების წამების წინააღმდეგ კანონის ამოქმედებას მოითხოვენ.

მათი თქმით, მიღებული კანონის ფარგლებში, ამ დროისთვის, არ დასჯილა ცხოველზე მოძალადე არც ერთი პირი.

„ადამიანი, რომელსაც შეუძლია წამებით მოკლას ცოცხალი არსება, არის ჩვეულებრივი მკვლელი. უკვე თვეებია, არსებობს კანონი, რომელიც არ მოქმედებს. საზოგადოებას და ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ კანონი ყველასთვის ერთია და უნდა აღსრულდეს. არის უამრავი გაუხსნელი საქმე მას შემდეგ, რაც მიღებულია კანონი. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა აქცია და შეგვეხსენებინა ხელისუფლებისთვის, რომ უნდა აღსრულდეს კანონი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდის დამფუძნებელმა, მაგდა წულაიამ.

დატოვე კომენტარი