რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა [ფოტო, ვიდეო]

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მდუმარე აქციის მონაწილეების მხარეს, პარლამენტთან გადანაცვლებას ცდილობენ.

ადგილზე პოლიციაა  მობილიზებული და ცოცხალი ჯაჭვით ცდილობს, სიტუაცია გაანეიტრალოს.

მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ „მოამბის“ ეთერში.

რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.