რუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ მარში გააცოცხლეს, რომელიც თბილისში 1919 წლის 26 მაისს მოეწყო

18:05, 26.05.2025

რუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ მარში გააცოცხლეს, რომელიც თბილისში, 1919 წლის 26 მაისს მოეწყო.

„პირველი რესპუბლიკის აღლუმი“ – ასე ეწოდება მარშს, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მარში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან დასრულდება იქ, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

შესრულდა პირველი რესპუბლიკის ჰიმნიც.

მსგავსი