რუსთაველის გამზირზე შეხლა-შემოხლისას რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა

22:34, 06.07.2021

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეხლა-შემოხლისას დაშავდნენ სამართალდამცველები.

ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები იუწყებიან.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომელთაც რამდენიმე დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ „მოამბის“ ეთერში.

მსგავსი