რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება

20:40, 29.06.2025

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია „საქართველო, დადექი“.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრები, მხარდამჭერებთან ერთად, მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე აქციას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებას“ აჩვენონ, რომ ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად არ შეწყდება და ერთიანობით, აქტიურობით გამარჯვებას მიაღწევენ.

მსგავსი