რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები მიიტანეს
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები მიიტანეს

რუსთაველის გამზირზე ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეთა ერთმანეთთან დისტანცირების მიზნით, სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები მიიტანეს.

პოლიციელები ცდილობენ, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად ვითარება იძაბება და სამართალდამცველებს კონტრაქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაჰყავთ.

5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებიც შეუერთდნენ.