რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა
რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა

რუსთაველის გამზირზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

ზურაბიშვილის გამოსვლას აპროტესტებდა აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი, რომელიც აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით იყო მისული.

როგორც ისინი აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილს თითქმის ნახევარსაათიან გამოსვლაში არ უთქვამს, რომ აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ტრიბუნის უკან, საიდანაც სალომე ზურაბიშვილი აქციაზე შეკრებილებს მიმართავდა, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერები ჭარბობდა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს აქციის სხვა მონაწილეებმაც.