რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებენ
რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებენ

თბილისი 2019 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში ამონტაჟებს საახალწლო ილუმინაციებსა და კონსტრუქციებს.

ამჟამად, სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

რუსთაველზე მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოების გამო, 06:00 საათამდე რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაკეტილი იქნება.

დედაქალაქში სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 8 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დაასრულებს.