რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ინციდენტი მოხდა [ფოტო/ვიდეო]

რუსთველის გამზირზე პარლამენტის წინ ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს.

ამას უკმაყოფილება მოჰყვა პარლამენტთან შეკრებილების მხრიდან. რუსთაველის გამზირზე შეხლა-შემოხლის დროს აქციის ორი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათამდე კარავი გაშალეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ კარვებში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და სიმბოლურად, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ.