რუსთაველის გამზირზე კინოკაფე გაიხსნება
რუსთაველის გამზირზე კინოკაფე გაიხსნება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშვნას ეროვნული კინოცენტრი რუსთაველის გამზირზე კინოკაფეს გახსნით უერთდება.

კინოცენტრის ინფორმაციით, კაფე გაფორმებული იქნება კინოატრიბუტიკით, ქართული ფილმების პოსტერებით, ფოტოგადაღების ბანერთან კი მსურველები ფოტოებს ფილმების პერსონაჟებთან ერთად გადაიღებენ.

კინოკაფეს ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტები – რეჟისორები და მსახიობები ესტუმრებიან.

კაფეს შესასვლელთან სტუმრებს „ნატვრის ხე“ დახვდებათ, რომელსაც ისინი ფერად ნაჭრებზე დაწერილ, მათი საყვარელი ქართული ფილმების სახელწოდებებს შეაბამენ.