რუსთაველის გამზირზე დაშავებული ორი ადამიანიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორეს კი უახლოეს საათებში გაწერენ
რუსთაველის გამზირზე დაშავებული ორი ადამიანიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორეს კი უახლოეს საათებში გაწერენ

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შედეგად ორი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ერთი პაციენტი, 44 წლის მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი გულმკერდის ტრავმით და მას გამოკვლევები უტარდება.

ინგოროყვას კლინიკაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აქვს და სავარაუდოდ უახლოეს საათებში გაეწერება.

მეორე, 27 წლის მამაკაცი კი, რომელიც აქციის დაშლის დროს შეუძლოდ გახდა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოათავსეს და როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისთვის უკვე გაწერილია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,ადგილზე სამედიცინო დახმარება ცხრა პირს გაეწია.