რუსთაველის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა
რუსთაველის გამზირზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

დაშავებულები ამ დროისთვის სტაციონარებში არიან მოთავსებულები.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.