რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა კონსტრუქციით გზა ჩახერგეს [ფოტო]

01:38, 30.11.2024

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა კონსტრუქციით გზა ჩახერგეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სხვადასხვა საგნით ცდილობენ ხელოვნური ბარიკადების აღმართვას. მათ შორის, იყენებენ ნაგვის ურნებსაც, რომ პოლიციას გადაადგილების საშუალება არ მისცენ.

მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და მოწოდებისა, აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები რჩებიან პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან. ისინი პოლიციელების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისვრიან.

მსგავსი