რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე სტუდენტთა ნაწილმა აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენა გააპროტესტა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე სტუდენტთა ნაწილმა აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენა გააპროტესტა.
როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა ცოტნე მაისურაძემ განაცხადა, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას და ზაალ უდუმაშვილის ღირსების დაცვასთან დაკავშირებულ აქციაზე არაფერი ესაქმებათ.
„არც ერთმა „ნაციონალმა“ არ უნდა ილაპარაკონ, გარემოს დააბინძურებთ. სცენაზე თუ იქნა მათ გამოსვლები, ძალიან დიდ საფრთხე შეექმნება აქციას. ხვალ არავინ აღარ გამოვა, მეც არ გამოვალ“, – განაცხადა ცოტნე მაისურაძემ.
ამასთან, აქციის მონაწილეს მიშა მშვილდაძემ უპასუხა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური უთანხმოების გარეშე უნდა მოხდეს ერთად ყოფნა.
„მათ მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავისი აზრი გამოთქვან, რადგან არ არიან მათი მხარდამჭერები. მხარდამჭერს სიტყვას ვერ აუკრძალავთ. შენ ასე ხედავ სხვები სხვანაირად ხედავენ“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
ცოტნე მაისურაძემ აქცია პროტესტის ნიშნად დატოვა.