რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა
რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთი მონაწილე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აქციის მონაწილეების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დასველდა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეუძლოდ გახდა.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.

აქციის მონაწილეები ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.