რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, რამდენიმე გამომსვლელს სიტყვა შეაწყვეტინეს [ვიდეო]
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, რამდენიმე გამომსვლელს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.
აქციის მონაწილეები საუბრობდნენ წინა ხელისუფლების ჩანედილ ქმედებებზე. ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ 7 ნოემბერი გახსენა, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა მას სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
„დღეს თითოეული თქვენგანი გული ქმნის აქ ერთ მთლიან გულს, რასაც საქართველოს ჰქვია. ჩვენ ქართველი ხალხი ვერ ვაპატიებთ „ქოცებს“ გავრილოვს, 20 ივნისს და გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ ამასთანავე პოლიტიკური მოუსავლეთიდან არ დავაბრუნებთ ისეთ ბნელ ძალებს, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ არ დავაბრუნებთ, რადგან გვახსოვს 7 ნოემბერი“, – განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რომელსაც სიტყვის დასრულების საშუალება არ მიეცა და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც ამ გამომსვლელმა ჟურნალისტებთან განმარტა, მას სურდა საკუთარი აზრის დაფიქსირება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.